უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჰააგაში "მალაიზიის ავიახაზების" ერთ-ერთი რეისის ჩამოგდების საქმეზე ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთმა აღნიშნულ კატასტროფაზე ბევრი იცრუა და შესაძლოა მალე უფრო მაღალი დონის დამნაშავებიც დაისაჯონ. მანვე დასძინა, რომ საუბარია მათზე, ვინც პირადად არიან პასუხისმგებლები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულში - თავდაპირველ დანაშაულში, რომელმაც დასაბამი მისცა ყველა სხვა დანაშაულს 2014 წლიდან მოყოლებული.
გუშინ, ჰააგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დონბასში "მალაიზიის ავიახაზების" ჩამოგდება რუსული რაკეტით მოხდა.
სასამართლომ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი მოქალაქე და უკრაინის ერთი მოქალაქე. სამივე მათგანს დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.