პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის გამოსაძიებლად უკრაინელი ექსპერტები პოლონეთში ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან საუბრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინა და პოლონეთი ღიად და კონსტრუქციულად ითანამშრომლებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსული სარაკეტო ტერორით გამოწვეულ ინციდენტთან დაკავშირებით.
"ჩვენი ექსპერტები უკვე პოლონეთში არიან. პოლონელ სამართალდამცავებთან თანამშრომლობით შემთხვევის ადგილზე სწრაფ წვდომას ველოდებით”, - წერს კულება.