საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში "ოქსფორდის კავშირში" ლექცია წაიკითხა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ არჩევანსა და ევროპულ პერსპექტივაზე, უკრაინის ომზე, რუსეთის აგრესიასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, სევე, ქალების როლსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.