დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციამ დაიბარა. დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია. ძირითადი აქცენტები ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულებასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გაკეთდება. დღესვე პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ.