Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ სოციალური ქსელი Twitter-ი შეიძინა, აცხადებს, რომ სოცქსელს ახალ ხელმძღვანელს მოუძებნის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მასკის თქმით, მას სურდა, ამ კვირაში საორგანიზაციო რესტრუქტურიზაცია დაესრულებინა და Twitter-ისთვის ახალი ხელმძღვანელი მოეძებნა, თუმცა ამას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება.
მანამდე Twitter-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს.
Tesla-ს ინვესტორებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ მასკი Twitter-ს დიდ დროს უთმობს, რაზეც მასკმა უპასუხა, რომ არსებობს პირველადი აქტივობა, რომელიც საჭიროა შეძენის შემდგომ კომპანიის რეორგანიზაციისთვის, და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ Twitter-ს ნაკლებ დროს დაუთმობს.