ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ NASA მთვარისკენ რაკეტა SLS-ი (Space Launch System) გაუშვა, კოსმოსური ხომალდით „ორიონი“. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რაკეტამ სტარტი ფლორიდაში, კენედის კოსმოსური ცენტრიდან აიღო. მანამდე გაშვება რამდენჯერმე ტექნიკური პრობლემების გამო გადაიდო.
„ორიონის“ გაშვება მისიის Artemis 1 ნაწილია. ხომალდი სატესტო, უპილოტო რეჟიმში მთვარისკენ უნდა გაფრინდეს, რამდენიმე კვირა ორბიტაზე გაატაროს და დედამიწაზე დაბრუნდეს. 2024 წელს კი მისიის Artemis 2 ფარგლებში დედამიწის თანამგზავრზე 4 ასტრონავტი გაფრინდება, 2025 წელს კი Artemis 3-ის ფარგლებში ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე გავლენ.