უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დასრულებისა და მშვიდობის მიღწევის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ყირიმისა და დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებაა. ზელენსკის თქმით, მის მიერ შეთავაზებული მშვიდობის ფორმულა არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს მოუტანს მშვიდობას. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომით გამოწვეული პრობლემები კომპლექსურია და საფრთხეს მთელ მსოფლიოს უქმნის, ამიტომ თავისუფალმა სამყარომ რუსეთზე წნეხი კიდევ უნდა გაზარდოს.