უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია „ნაფტოგაზმა“ დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა დააზიანა ან გაანადგურა უკრაინის გაზის წარმოების რამდენიმე ობიექტი. ნაფტოგაზის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა „მასიური თავდასხმა“ განახორციელა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებლის ინფრასტრუქტურაზე. თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი ებრძვის ხალხისთვის განკუთვნილ ელექტროენერგიას და გათბობას.