რუსეთის პატრიარქი კირილი ამბობს, რომ ევროკავშირში არ შეუშვეს. მან გადაწყვეტილებას უპრეცედენტო უწოდა. მისი თქმით, რუსეთის ეკლესია ღიაა კომუნიკაციისთვის მათთან, ვინც უყვართ და ვინ არ უყვართ. ცნობისთვის, პატრიარქი კირილი პუტინთან დაახლოებული პირია, მან ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ გაამართლა უკრაინაზე თავდასხმა.