აშშ-ის არმიის გენერალი, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ მილი ბოლო პერიოდში უკრაინის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას პოზიტიურ მოვლენად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ სწრაფად გამარჯვებისა და ომის უახლოეს მომავალში დასრულების შანსი მინიმალურია. მისი თქმით, რუსეთს კვლავ აქვს მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ უკრიანულმა მხარემ სათანადო სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
მარკ მილიმ ასევე განაცხადა, რომ რუსებმა ომი სტატეგიულად და ტაქტიკურა უკვე წააგეს, უკრიანელები კი ყოველდღიურად ახერხებენ ოკუპირებული ტეიროტირების დაბრუნბას.