უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს. მათივე ცნობით, საჰაერო განგაში დღეს დილით უკრაინის ყველა ოლქი გამოცხადდა.
მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსებმა დღეს ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ დნეპრზეც, რის შედეგადაც 14 ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი, დაშავდა.
ოდესის ოლქში რუსებმა ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს. ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია სამი დაშავებულის შესახებ. კიევის ოლქში უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი ფრთოსანი რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს.