ირანში უსაფრთხოების ძალების მიერ მეტროსადგურში ცეცხლის გახსნას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა The Guardians-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 9 წლის ბიჭია, რომელიც სროლის დროს მეტროსადგურში იმყოფებოდა.
ვრცელდება ინფორმაცია დაშავებლების შესახებაც და გარდაცვლილთა რიცხვი, დიდი ალბათობით, გაიზრდება.
ირანის უსაფრთხოების ძალებმა თეირანის მეტროსადგურში მოქალაქეებს, საპროტესტო აქციის დროს ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაუხსნეს. ირანში საპროტესტო გამოსვლები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.