ტაბახმელას პოლიციის ახალი შენობა აქვს. შენობა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გახსნა. ტაბახმელაში პოლიციის შენობა ამ დრომდე, ადგილობრივი თვითმმართველობის მოძველებულ შენობაში იყო განთავსებული.
ტაბახმელის პოლიციის სამმართველოში, რომელიც თანამედროვე სტანდარტების უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი, კრიმინალური პოლიციის 25 თანამშრომელი იმუშავებს.