საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და საქართველო-სომხეთის ურთიერთობები განიხილეს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი მშვიდობისა და თანამშრომლობის მაგალითად გადაიქცეს.
თავის მხრივ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.