2022 წლის ოქტომბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 337 მლნ 300 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიური ზრდა კი 137%-ია. ზრდის დიდი წილი, კვლავ რუსეთზე მოდის. სებ-ის თანახმად, ოქტომბერში მხოლოდ რუსმა მოგზაურებმა საქართველოში 114.5 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს.
გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, მონაცემები 526%-ითაა გაზრდილი. მეორე ადგილზეა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსული მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი, რამაც $33.7 მლნ დოლარი შეადგინა, მათ მოსდევს თურქეთი $33.6 მლნ დოლარით, შემდეგ კი პოზციაზე კი უკრაინაა - $29.3 მილიონით.