რუსეთიდან ფულადი გზავნილები 726%-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 502 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 143%-ით არის გაზრდილი.
ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე ისევ რუსეთია და მაგალითად ოქტომბერში რუსეთის ფედერაციიდან სულ 299 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 726%-ით მეტია. მეორე ადგილს იკავებს იტალია, საიდანაც $36 მილიონი გადმორიცხეს, მესამე პოზიციაზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც ოქტომბერში 30 მილიონი გადმოირიცხა.
მთლიანობაში კი, 2022 წლის 10 თვეში საქართველოში გზავნილების სახით 3.3 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, აქედან 1.4 მილიარდი დოლარი რუსეთის ფედერაციაზე, 352 მილიონი იტალიაზე, 263 მილიონი კი აშშ-ზე მოდის.