უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაცით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მტრის თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების შვიდ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს და მტრის მნიშვნელოვან სამიზნეებს დაარტყეს. მათივე ცნობით, რუსული ძალები არ წყვეტენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების და შეხების ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებების დაბომეს.
გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 4 საჰაერო და 6 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ასევე 40-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. გარდა ამისა, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ქალაქ ზაპოროჟიეში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.