რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ რაიონებზე. სარაკეტო შეტევამ საფრთხე შეუქმნა ხმელნიცკის და როვნოს ატომურ ელექტროსადგურებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, უკრაინის ყველა ბირთვული ობიექტი პოტენციური საფრთხის წინაშეა