ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე მეორე შეხვედრა მოიგო და თანაბარ ბალანსზე გავიდა. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე შეჯიბრზე პირველ შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება, ხოლო შემდეგი ორი დათმო.
დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეხვდა და ჰატაკიკიმოთი მოახერხა გამარჯვება.
ლევანმა ეს ილეთი მიმდინარე ტურნირზე უკვე მეორედ გამოიყენა, როდესაც მეტოქე დოჰისკენ დაქაჩა, რაც მოწინააღმდეგეს წონასწორობის შენარჩუნებაშიხელს უშლის და ძირს ეცემა.
ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე კიუშუს ბაშოზე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ჩიიოშომა იქნება. ლევან გორგაძისთვის ეს შეხვედრა მის მოწინაღმდეგესთან მე-8 იქნება, აქამდე გამრთულ შეხვედრებში ქართველმა 3 ჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება 4 ჯერ კი დამარცხდა.