სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ს განვითარების ლიგაში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. “მილუოკი ბაქსის” ქართველი ფორვარდი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად “ხარირმების” სატელიტ გუნდ “ვისკონსინ ჰერდშია” განათხოვრებული, რომლის შემადგენლობაშიც ქართველმა ფორვარდმა „მოტორ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა და გუნდს გამარჯვებაში დიდი დახმარება გაუწია – 137:112.მამუკელაშვილის გუნდმა მეტოქეს მხოლოდ პირველი პერიოდი დაუთო, სადაც 22:30 მარცხდებოდა, თუმცა ამის შემდეგ შეხვედრაში უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის მოგება შეძლეს.
სანდრო თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 18 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი იყო. მამუკელაშვილმა 6-იდან 2 სამქულიანი და 8-იდან 6 ორქულიანი ჩააგდო. მეტოქის ფარიდან ბურთი 3-ჯერ მოხსნა, საკუთარზე - 8-ჯერ. მის ანგარიშზე ასევე თითო ჩაჭრა და დაფარებაა. „ვისკონსინ ჰერდი“ ცენტრალურ კონფერენციაში 3-3 მოგება-წაგებით მესამე ადგილზეა.
რაც შეეხება „მილუოკი ბაქსს“, გუნდი 10 მოგებითა და 3 მარცხით NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 17 ნოემბერს „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს