საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისრაელთან გამართულ შეხვედრაში 1:2 დამარცხდა. შეხვედრა ქართველთა უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის 28-ე წუთზე გიორგი გულიაშვილს ანგარიშის გახსნის შანსიც ჰქონდა. გიორგი გაგუას წაქცევის გამო მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომლის შესასრულებლადაც გულიაშვილი მივიდა, თუმცა ახალგაზრდა შემტევმა ბურთი ძელს მოარტყა დამატებაზე კი გაგუას მეკარემ აჯობა. მეორე ნახევარში ისრალემა ორი რეალური შანსი შექმნა, რომელთა გამოყენებაც კარგად შეძლეს. ანგარიში სტავ ლემკინმა გახსნა, ასევე თავის შანსი გამოიყენა არად ბარიმ.
82-ე წუთზე საქართველოს ნაკრები მოედანზე 10 კაცით დარჩა, დებიუტანტმა გავრიელ სიგუამ მეორე ყვითელი მიითო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამის მიუხედავად 86-ე წუთზე მეკარის შეცდომით ნიკა ხორხელმა ისარგებლა და სხვაობა შეამცირა, თუმცა ამის შემდეგ ქართველებს აღარაფერი გამოუვიდათ და საბოლოოდ 1:2 დათმეს შეხვედრა.
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები შემდეგ შეხვედრას, 21 ნოემბერს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართავს.