ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს აპარატის საქმიანობა, პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გადაღებული ტოლერანტობისადმი მიძღვნილი კლიპის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელსაც საპატიო სტუმრების სახელით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.