პარლამენტი დღეს, 17 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ე.წ. გადამუშავებული ვერსია პარლამენტს მთავრობისგან პირვანდელი სახით - ცვლილებების გარეშე დაუბრუნდა.
საბიუჯეტო პროექტი მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში. ნომინალში მშპ 79.6 მილიარდ ლარს მიაღწევს.
2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის 38.8%-ით იგეგმება.
მთავრობა მომავალ წელს 21 მილიარდ 154 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.
სასესიო განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება უკან.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა კენჭი ეყრება.