თბილისის მერიამ, საკრებულოს 2023 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი გაუგზავნა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მერიის გადასახდელების მოცულობა მილიარდ 440 მლნ ლარი იქნება. ეს წლევანდელთან შედარებით 120 მილიონი ლარით ნაკლებია, თუმცა ეს ბიუჯეტის პირველადი პროექტია და შესაბამისად, გადასახდელების მოცულობა შესაძლოა შემდგომი წარდგენებისთვის გაიზარდოს. მერიის შემოსავლის უდიდესი ნაწილი - 839 მლნ ლარი გადასახადებიდან დაფინანსდება, კერძოდ მერია 250 მილიონი ლარის ქონების და 588 მილიონის დღგ-ის აკრეფას გეგმავს.
ამასთანავე, 314 მილიონი ლარის ოდენობით გრანტს მიიღებს ცენტრალური ბიუჯეტიდან. თავად მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სერვისებისთვის და ლიცენზიებისთვის კი მერია 145 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს, 10 მილიონით იზრდება მუნიციპალურ უწყებებში დასაქმებულთა ხელფასები და ის 98 მილიონ ლარს მიაღწევს.