ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. რეზოლუციას მხარი 129 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 14 მათგანი იყო. ჩეხმა კანონმდებლებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ამასთან, დეპუტატებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ რეფერენდუმის შედეგები.