76 მომხრე და 6 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონი მე-2 მოსმენით მიიღო. ოპოზიციამ დღის ბოლოს კენჭისყრის გადადება მოითხოვა, იმ მოტივით რომ ის ჯერ ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს. ოცნება ამბობს რომ ოპოზოციამ დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონის მხარდაჭერა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც მიხვდა რომ პასუხისმგებლობა თავად დაეკისრებოდა.