რუსული რაკეტები, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, უკრაინის ძალების მიერ იყო გაშვებული. ინფორმაციას Associated Press-ი აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი განცხადებით უკრაინელები რუსული ზალპისგან თავდაცვას ცდილობდნენ, რომელიც ელექტრო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული.