რუსეთში მარცვლეულის საექსპორტო გადასახადის დამდგენი საორიენტაციო ფასები შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნადეჟდა შკოლკინამ განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს.
შკოლკინა ასევე ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს მარცვლეულის საექსპორტო კვოტა, რაც შიდა ბაზარზე რეკორდული მოსავლით გამოწვეულ ზეწოლას შეამცირებს.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, რომ 16 ნოემბრიდან ტონა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი ამჟამინდელი 3012 რუბლიდან 2922 რუბლამდე შემცირდება.