სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მესამე კვარტლის მონაცმები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, 2022 წლის III კვარტალის ბოლოათვის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 3.2%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფრინველის რაოდენობას, 0.3 პროცენტით არის შემცირებული.
წინასწარი მონაცემებითვე, 2022 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 165 მილიონი ლიტრი შეადგინა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.3 %-ით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ კი, 16 ათას ტონას გადააჭარბა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 5.8 %-ია.