მმართველ პარტიასა და ოპოზოციაში ევროკომისარის ოლივერ ვარჰეისის ვიზიტს დადებითად აფასებენ, თუმცა ევროკომისრის განცხადებებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ. ორივე მხარე თანხმდება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფი ქვეყნისთვის, მსგავს ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ევროკომისრის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის გაერთიანება აუცილებელია.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ოპოზიციამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა დაინახოს და მმართველ გუნდთან ერთად რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშაოს.
უმრავლესობის წარმომადგენლის მოსაზრებას არ ეთანხმება ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე და ამბობს, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე ოპოზიცია "ქართულ ოცნებასთან" ერთად პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების დროს მუშაობს.