პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ფაქტი უკვე დაადასტურა პოლონეთის საგარეო უწყებამ. მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლები. დღესვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას გამართავს. ფაქტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან.