ახალი ვიდეორგოლი, სახელწოდებით “Feels like home”, ადასტურებს, რამდენად დიდი და წარუშლელი ადგილი უკავია დისნეის ჩვენს ცხოვრებაში. ამის სადემონსტრაციოდ კი კვლავ ნოსტალგიას მიმართა.
Disney+-ის კამპანია ურეკლამო სტრიმინგის სერვისის სამ წელიწადს აღნიშნავს — სანაცვლოდ კი Disney-ის, Pixar-ის, Marvel-ის, Star Wars-ისა და National Geographic-ის კადრებს მოიცავს. კამპანია Nowhere Else-ით, 60-წამიანი ვიდეორგოლით იწყება, რომელიც 164,2 მილიონ გლობალურ გამომწერს იმ მრავალ სამყაროს ახსენებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იხილეს. მთლიანობაში კი ეს ნაზავი გვიჩვენებს, როგორ იქმნება მედია მოგონებები და როგორ გადაეცემა ისინი თაობებს.