პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. ოპოზიციის წარმომადგენლები არ ემხრობიან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინული ვერსიის პირდაპირ გადმოტანასაც და ამბობენ, რომ საქართველოს თვითონ ოლიგარქი მართავს. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვილს არ შეეხოს.მმართველი პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, კი ოპოზიცია ვერ ასახელებს კონკრეტულ მიზეზს, რატომ არის ცუდი დეოლიგარქიზაციის უკრიანული მოდელი. უმრავლესობაში ასევე ამბობენ, რომ მზად არიან, მოისმინონ წინადადებები , როგორ შეიძლება კანონპროექტი გაუმჯობესდეს.