"საქართველოს მელიორაცია", ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დიმი-როკითის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, მუნიციპალიტეტში, 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. აღარ იარსებებს არხის მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროებაც.