საქართველო ექსპორტის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 34%-ით გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვამ 15 მილიარდ 226 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტი გაზრდილია 34 პროცენტით, იმპორტი კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33-პროცენტით მეტია.