"ნაციონალურ მოძრაობაში" დაგეგმილ თავმჯდომარის არჩევნებზე საუბრობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში არ აღმოჩნდეს უცხო ხალხი. ბარამიძემ განმარტა, რომ უცხო ხალხს ეძახის "ქართული ოცნებისა" და სხვა პარტიების წარმომადგენლებს, რომლებსაც ამ პროცესში არაფერი ესაქმებათ.