სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის ვადა დღეს იწურება. აცრის გაკეთება ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების 4-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია "ჯანმოს" მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.