აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, შეერთებული შტატები კერძო პირებისა და კომპანიების ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში ომისთვის სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვაზე მუშაობენ, ახალ სანქციებს დაუწესებს. მისივე თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენით.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოითხოვა დამატებითი, 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების არასამხედრო დახმარება უკრაინისთვის და კონგრესის თანხმობის მიღების შემდეგ, უწყება დაუყოვნებლივ დაიწყებს მის უკრაინაში გაგზავნას.