საქსტატმა დღეს ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში $449 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტია. მთლიანობაში კი, ანუ მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს ექსპორტი 4 მილიარდ 450 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 34%-ით მეტია.
რაც შეეხება იმპორტს, ოქტომბერში საქართველომ უცხოეთიდან მილიარდი 100 მლნ დოლარის საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან მიმართებით 20%-ით მეტია. ხოლო 10 თვის ჭრილში რომ ავიღოთ, იმპორტის ზომა 10 მილიარდ 700 მლნ დოლარის ფარგლებშია,რაც წლიურად 33%-ით არის გაზრდილი.