კლინიკა "ვივამედში" დღეს, სავარაუდოდ სამედიცინო კონსილიუმი შეიკრიბება, სადაც მსჯელობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისთვის ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებზე იქნება.
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. როგორც მაყურებლისთვის უკვე ცნობილია, წინა სასამართლო პროცესები ექს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენჯერმე გადაიდო.