საქართველოს ქალ სამბისტთა ნაკრების მძიმეწონოსანი წევრი ელენე ქებაძე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ქებაძემ ფინალურ ორთაბრძოლაში რუს ანჟელა გასპარიანს სძლია. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა იმის გამო, რომ ქებაძემ ბოლოს შეძლო ქულის მოპოვება, გამარჯვება სპორედ მას ერგო. ფინალამდე ქართველმა ყაზახ არაილიმ აბენოვას 1:0 მოუგო.
მსოფლიოს ჩემპიონატში 50-ზე მეტი ქვეყანა იყო ჩართული, საქართველოს ნაკრების მონაგარი კი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი იყო. დავით ლორიაშვილი მეორეზე გავიდა, პაატა ღვინიაშვილი კი მე-3 ზე.