კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი გამართა. მედიის წარმომადგენლებმა რეპორტინგის, საგანგებო სიტუაციების, პოლიტიკისა და ეკონომიკის გაშუქებისთვის საჭირო გამოცდილება გაიღრმავეს, შეისწავლეს, როგორ იმუშაოს ჟურნალისტმა და რა უნდა ახსოვდეს მას საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას - ამ თემებზე ჟურნალისტებმა თეორიული და პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.