ბიოწარმოებით დაინტერესებული ფერმერებისათვის სპეციალური პროგრამა ხორციელდება . პროგრამა მევენახეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებით განსაკუთრებულ პირობებს ითვალისწინებს. სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ბიოწარმოებით დაინტერესებულ მევენახეებს ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები გააცნეს, რომელიც მათ შორის წარმოების სერტიფიცირებისა და საკონსულტაციო მომსახურების მიღებას გულისხმობს.