მმართველი პარტია ფიქრობს რომ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები შიდა დაპირისპირების აშკარა დასტურია . ოცნების გუნდი ამბობს რომ პარტიაში არსებული 2 ბანაკი ახლა ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძვის. საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ბოლო პერიოდის პროცესებმა აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში წამოწყებული პროცესების უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი დგას.