„ნაციონალურ მუძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - უკვე შეიქმნა შიდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც არჩვენების ჩატარების სპეციალურ წესს შეიმუშავებს. გიორგი ბარამიძის განცხადებით, პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს, მაგრამ არა ნაჩქარევად. მისივე თქმით, მთავარი ამოცანა ახლა არჩევნების სამართლიან და გამჭირვალე გარემოში ჩატარებაა, რომელშიც მონაწილეობის უფლება პარტიის თითოეულ მომხრეს ექნება. მმართველი პარტია ოპონენტი პარტიაში მიმდინარე პროცესს სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს რომ ეს გავლენებისთვის ბრძოლააა.