წინასაახალწლო სეზონი ოფიციალურად დაიწყო!.. დიახ, John Lewis & Partners-მა საახალწლო ვიდეორგოლი გამოუშვა. „დამწყები“ (The Beginner) – ასე ჰქვია ამბავს. მისი მთავარი გმირი შუა ხნის მამაკაცია, რომელიც სკეიტბორდზე დგომას გულმოდგინედ სწავლობს და მთელ თავისუფალ დროს სწორედ ამას უთმობს. არაერთი მარცხის მიუხედავად, არ ნებდება და მხოლოდ ვიდეორგოლის ბოლოს ვიგებთ, ვის ელოდება ასე მოუთმენლად. ვიდეორგოლი მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს ეძღვნება. ალბათ, შეამჩნევდით, როგორ უხდება ამბავს Blink 182′-ის შესანიშნავი ქოვერი. ფლეილისტში დამატება თუ მოგინდებათ, Spotify-ს ეწვიეთ. ნახეთ, შეაფასეთ და დაიწყეთ ახალი წლისთვის მზადება.