ნორვეგიის სამეფო სახლში დიდი სკანდალია, ტახტის მემკვიდრე პრინცესა მარტა-ლუიზა სამეფო ტახტზე უარს აცხადებს და ყველა ვალდებულებას ემიჯნება. ამის მიზეზი პრინცესას რჩეული, ცნობილი შამანი დურეკ ვერეტია. მარტა-ლუიზა და ცნობილი სულიერი ლიდერი 2019 წლიდან ერთად არიან და ახლა უკვე ოფიციალურად აპირებენ ქორწინებას.
საინტერესოა, რომ მარტა-ლუიზასა და დურეკ ვერეტის რომანის დაწყებიდან დღემდე, სამეფო ოჯახის რეიტინგმა 17 პროცენტით დაიკლო. ამის გამო ნორვეგიის სამეფო ოჯახს ოფიციალური განცხადების გავრცელებაც მოუწია, სადაც ნათქვამია, რომ 51 წლის პრინცესა, ყველა ვალდებულებას ემიჯნება.