რეკრუტთა მესამე საწვრთნელი ასეულის პირადმა შემადგენლობამ სამხედრო ფიცი ახალქალაქში დადო. ფიცის დადებამდე რეკრუტებმა ათკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის განმავლობაში სპეციალური უნარები განავითარეს და საჯარისო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან. ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.