გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში, შპს ECOMIX-ის კუთვნილ წებო-ცემენტისა და შპს „ამბრი პლუსის“ კუთვნილ ასფალტის დამამზადებელ საწარმოებს საქმიანობის განხორციელების უფლება შეუზღუდა. ინსპექტირებებისას დადგინდა, რომ შპს ECOMIX-ის კუთვნილი საწარმო ფუნქციონირებდა სათანადო დანადგარების გარეშე, რის გამოც გარემოს ზიანი ადგებოდა, შპს „ამბრი პლუსის“ საწარმო კი საქმიანობდა კოდექსით გათვალსიწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. საწარმოებს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების აღმოფხვრამდე შეეზღუდათ.