„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა . მმართველი გუნდი მიმდინარე პროცესს სასაცილოს უწოდებს და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მდგომარეობა საკუთარი არასწორი პოლიტიკის შედეგია. ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში არსებული დაპირისპირების მიზეზი არა იდეოლოგიური ან ღირებულებითი კონფლიქტი, არამედ ძალაუფლების მოპოვების სურვილია.